Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

Melanzane al parmigiano
2013-11-07, 3:45 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 მსხვილი,
მოზრდილი ბადრიჯანი,
700 გ პამიდორი,
2 ნაჭერი მოცარელა,
50 გ პარმეზანი,
2 კვერცხი,
7-8 ღერი ბაზილიკი,
ზეითუნის ზეთი,
25 გ კარაქი,
მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

მომზადების წესი:
ბადრიჯანი დავჭრათ 0.5 სმ მრგვალ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი და 1 საათი გავაჩეროთ, რომ ზედმეტი სითხე გაუვიდეს. მოვამზადოთ პამიდვრის სალსა – პამიდორი დავმდუღროთ, მოვაცალოთ კანი და თესლები. მოვათავსოთ ქვაბში, დავაყაროთ მარილი, წიწაკა, 3-4 ბაზილიკის ფოთოლი და ვადუღოთ 20 წუთი, თან ვურიოთ. შემდეგ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ბადრიჯანი გავრეცხოთ, შევამშრალოთ და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში. შესაშრობად დავაწყოთ ხელსაწმენდზე. ფორმაში მოვათავსოთ ცოტაოდენი პამიდვრის სალსა, შემდეგ ბადრიჯნის ფენა, შემდეგ გახეხილი პარმეზანი, ზემოდან მოცარელა, ბაზილიკის ფოთლები, რამდენიმე კოვზი გათქვეფილი კვერცხი და სალსა. ამის შემდეგ პროცედურა გავიმეოროთ. სულ ზემოდან დავადოთ კარაქის ნაჭერი და 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1668 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]