Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადის მუსი კენკრით / shokoladis musi kenkrit
2015-09-07, 1:41 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
შავი შოკოლადის მონეტები – 400გრ.
ჟელატინის ფირფიტა – 4 ცალი (დაახლოებით 14 გრ.)
33% ნაღები – 600 მლ
კვერცხი – 4 ცალი
შაქარი – 2 სუფრის კოვზი
მარილი – 2 გრამი
კენკრა შერეული – 1 კგ
შაქარი – 1 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:
ჟელატინის ფირფიტები ჩავალბოთ ცივ ჭყალში დაახლოებით 5 წუთი. პარალელურად შოკოლადი გავალღვოთ წყლის აბაზანაზე, დავუმატოთ დარბილებული ჟელატინი და ვურიოთ სანამ ბოლომდე არ დადნება და შეერევა შოკოლადს.

ცალკე ჯამში გავთქვიფოთ ნაღები და შესქელებისთანავე გამოვრთოთ მიქსერი. შოკოლადი გადმოვდგათ წყლის აბაზანიდან, შევურიოთ კვერცხის გული, შაქარი 1 სუფრის კოვზი და 1 მწიკვი მარილი.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა ბეზეს კონსისტენციამდე, შემდეგ ფრთხილად შევურიოთ ნაღების მასა და ბეზე შოკოლადის მასას. გადავიტანოთ ფორმებში ან ჭიქებში და შევდგათ მაცივარში 2 საათით.

სხვადასხვა კენკრა დავაბლენდერო, დავუმატოთ შაქარი 1 სუფრის კოვზი და შევდგათ საყინულეში, პერიოდულად გადმოვიღოთ და მოვურიოთ რომ არ გამაგრდეს. დაფშვნილი ყინულის კონსისტენციას რომ მიიღებს მზად არის.

გადმოვიღოთ მოვათავსოთ მუსზე და გავაფორმოთ ცოცხალი კენკრით.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, kulinariuli recepti, receptebi, кулинария, cockery recipes, mzare, кулинарные рецепты ნანახია: 1265 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]