Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გიოძა - იაპონური პელმენი / goidza - iaponuri pelmeni
2015-10-14, 8:05 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
250 გრ. ღორის ხორცის ფარში
1 სუფრის კოვზი ქუნჯუთის ზეთი
2 ჭიქა დაჭრილი კომბოსტო
¼ ჭიქა დაჭრილი ხახვი
1 კბილი დაკეპილი ნიორი
¼ ჭიქა დაჭრილი სტაფილო
1 კვერცხი
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
300 გრ. მზა ბრტყელი ცომის ნაჭრები
¼ ჭიქა წყალი
¼ ჭიქა სოიოს სოუსი
2 სუფრის კოვზი ბრინჯის ძმარი

მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ქუნჯუთის ზეთი დიდ ტაფაზე, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე. დააყარეთ კომბოსტო, ხახვი, ნიორი და სტაფილო. თუშეთ და ურიეთ, სანამ კომბოსტო არ დარბილდება. შეურიეთ ფარში და კვერცხი. განაგრძეთ თუშვა, სანამ ფარში არ შეიბრაწება და კვერცხი არ გამკვრივდება.

2. გააცხელეთ მცენარეული ზეთი დიდ ტაფაზე, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე.

3. მოათავსეთ დაახლოებით 1 სუფრის კოვზი კომბოსტოსა და ფარშის ნარევი ცომის თითოეული ნაჭრის შუაგულში, შემდეგ ცომი შუაზე გაკეცეთ, რომ ხორცი შიგნით მოექცეს, და სველი თითებით მოუკარით თავი (იმავე ტექნიკით, როგორც ვარენიკებს კრავენ).

4. ჩააწყვეთ გაცხელებულ მცენარეულ ზეთში და თითო მხარეს წვით დაახლოებით 1 წუთით, სანამ მსუბუქად არ შეიბრაწება. შემდეგ დაახსით წყალი, მოუკელით ტემპერატურას, დააფარეთ და აცადეთ, სანამ წყალი მთლიანად არ დაშრება.

5. შეურიეთ პატარა თასში სოიოს სოუსი და ბრინჯის ძმარი და გამოიყენეთ, როგორც საწებელი თქვენი გიოძისათვის.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, მზარეული, კულინარიული რეცეპტები, kulinariuli recepti, receptebi, кулинария, cockery recipes, mzareuli receptebi kulinaria, кулинарные рецепты ნანახია: 1300 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]