Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ოქროსფრად დაბრაწული ხორციანი ბლინჩიკები / oqrosfrad dabratsuli khorciani blinchikebi
2015-09-07, 7:54 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
რძე 500 მლ
წყალი 500 მლ
კვერცხი 3 ცალი
ზეთი 4 ს.კ.
ფქვილი 2-2,5 ჭიქა
მარილი 1 ჩ.კ.

გულსართი

ფარში 500 გრ
ხახვი 1 თავი
მოხარშული ბრინჯი 0,5 ჭიქა
დაფნა 1 ფოთოლი
ხმელი ქონდარი 1 ჩ.კ.
მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
ნიორი 2-3 კბილი

მომზადების წესი:
ღრმა თასში მოვათავსოთ ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი და კარგად ავთქვფოთ, რომ კოშტები არ დარჩეს. გამოვაცხოთ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე ცოტა ცხიმში. დავამატოთ ფარში, დაფნის ფოთოლი და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე, თან ხშირად ვურიოთ. ფარში რომ გამოშვებულ წვენს დაიშრობს, მზადაა. დავამატოთ ნიორი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, პილპილი, ხმელი ქონდარი და ცოტა ცოცხალი ქინძი.
გულსართი ჩავუდოთ ბლინებს და გადავახვიოთ. შევწვათ ზეთიან ტაფაში ყველა მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, კულინარიული რეცეპტები, kulinariuli recepti, receptebi, кулинария, cockery recipes, mzareuli receptebi kulinaria, кулинарные рецепты ნანახია: 1623 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]