მთლიანად შემწვარი სარკისებური კობრი
| 2014-06-17, 11:48 AM |
1 კგ დამუშავებული კობრი, 70 გრ ზეთი, 150 გრ თავი ხახვი, 30 გრ ტომატი, დაფნის ფოთოლი, 5 მარცვალი პილპილი, ოხრახუში, მარილი - გემოვნებით.
სარკისებური კობრი გავათავისფლოთ, მოვაცილოთ ლაყუჩები, თვალები, მოვაჭრათ ფარფლები, გამოვშიგნოთ, კარგად გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი გარედან და შიგნიდან; გავაჩეროთ 30 წუთი, წავუსვათ ზეთი, ჩავდოთ ღრმა ტაფაში, დავამატოთ დაჭრილი თავი ხახვი, მსხვილად დაჭრილი ნიორი, ტომატი, პილპილის მარცვალი, დაფნა, მარილი - გემოვნებით. ტაფა შევდგათ ქურაში, პერიოდულად მოვასხათ წვენი, რომელშიც იწვება. 1 საათის შემდეგ შემწვარი კობრი გამოვიღოთ ქურიდან, მოვაცილოთ ნიორის ნაჭრები, დავდოთ ლანგარზე, მოვასხათ წვენი, რომელშიც იწვებოდა, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, retse
|
ნანახია: 1114 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]