Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათამი მანდარინით / qatami mandarinit
2013-01-14, 5:44 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
1კგ ქათამი
2 მანდარინი
2 სმ ნედლი ჯანჯაფილი
2 ს.კ. სოიოს სოუსი
1 სავსე ჩ.კ დიჟონის მდოგვი
½-1/2 ჩ.კ ორეგანო და ქონდარი
წითელი წიწაკა
მარილი
2 კბილი ნიორი

მომზადების წესი:
ქათამი დავჭრათ ნაჭრებად.
მოვამზადოთ სოუსი: გარეცხილი მანდარინი კანიანად დავაბლენდეროთ,დავამატოთ სოისოს სოუსი, მდოგვი, ქონდარი, ორეგანო, წიწაკა, მარილი და დაჭყლეტილი ნიორი
მიღებული სოუსი მოვასხათ დაჭრილ ქათამს და კარგად ავურიოთ, ყველგან შევაზილოთ. თუ დრო გვაქვს, სასურველია 1 საათი მაინც მაცივარში გავაჩეროთ.
ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე და შევდგათ ტაფაში ჩალაგებული ქათამი, სოუსიანად.
შევწვათ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, პერიოდულად კი თავისივე წვენი ვასხათ ზემოდან.
გარნირად უხდება ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი და ცოცხალი ბოსტნეულის სალათი.



გემრიელად მიირთვით!
წყარო: Ratatui.Me




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, სოისოს სოუსი, ქათამი, kulinaria, ორეგანო, ქონდარი, მანდარინი, წიწაკა, მდოგვი ნანახია: 2131 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]