Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » ჟურნალ-გაზეთები

კულინ-ART – ჟურნალი მათთვის, „ვისთვისაც კულინარია ქაბაბზე და ხინკალზე მეტია“
2017-08-24, 0:32 AM
www.auf.ge -

„ეს ჟურნალი ზუსტად ისეთივე საინერესო იქნება დიასახლისისთვის, საქმიანი ადამიანისთვის, სტუდენტისთვის, ბებიისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც კულინარია ქაბაბზე და ხინკალზე მეტია“ – ამბობს კულინარიული ჟურნალის კულინART-ის მთავარი რედაქტორი ქეთა ლომიძე.

გამოცემის პირველი ნომერი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. მისი ტირაჟი 6000 ცალია და 4 ლარი ღირს. კულინART–ი ორ თვეში ერთხელ გამოიცემა.

ქეთა ლომიძექეთა ლომიძე: მკითხველი გაეცნობა სიახლეებს მსოფლიოში მიმდინარე კულინარიული მოვლენების შესახებ; სტუმრად ეწვევა სამზარეულოში საინტერესო და ცნობილ ადამიანებს; წარვადგენთ შეფ-მზარეულებს, რომლებიც ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ ქართული სამზარეულო მსოფლიოს გააცნონ; ჟურნალში საინტერესო, ახალ და მრავალფეროვან რეცეპტებთან ერთად გავიხსენებთ, ჩვენი საყვარელი ბებიების კერძებს; იქნება რუბრიკები ბავშვთა კვების, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ; რჩევები დიეტოლოგისა და ფიტნეს-მწვრთნელისაგან.

კულინART არის სივრცე, სადაც კარგად ნაცნობი და უცნობი ადამიანები სულ სხვა ამპლუაში მოგვევლინებიან: მსახიობები, მოდელები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები, მწერლები და სხვა საინტერესო ადამიანები კულინარიის ირგვლივ ერთიანდებიან. მკითხველს გავახსენებთ საყვარელ ფილმებს, ყველაზე ზარმაცებსაც კი მოვანდომებთ საჭმლის მომზადებას, მოგზაურობას, და რაც მთავარია ურთიერთობას.

ძირითადად რა სეგმენტზეა გათვლილი კულინART?

კულინART-ი არის შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის ეს ცოტა ხუმრობით, მაგრამ გულწრფელად ესე ვფიქრობ, რომ ეს ჟურნალი ზუსტად ისეთივე საინტერესო იქნება დიასახლისთვის, საქმიანი ადამიანისთვის, სტუდენტისთვის, ბებიისთვის. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც კულინარია ქაბაბზე და ხინკალზე მეტია.

როგორ გაჩნდა „კულინART“–ის იდეა?

დიდი ხანია თვალყურს ვადევნებთ უცხოურ ბეჭდურ მედიაში გასტრონომიულ ბუმს. რამდენიმე წელია უკვე კულინარია გასცდა მხოლოდ “სამზარეულოს” ფარგლებს და ის უკვე სულ სხვა საფეხურზე აიყვანეს უცხოურმა გამოცემებმა. გახადეს ისეთივე მნიშვნელოვანი ჩვენს კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში, როგორც ხელოვნება, კინო, მოდა, თეატრი.

თუ ჩაატარეთ რაიმე კვლევა, რომ მსგავსი ტიპის მედია საშუალებაზე არის მოთხოვნა?

კულინარიული ჟურნალი ბაზარზე დიდი ხანია არსებობს, თანაც არაერთი, ჩვენ გვინდოდა ისეთი პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც იქნებოდა ტრენდული, საინტერესო წასაკითხი, დიზაინით განსხვავებული და ახალი საინტერესო ადამაიანებით დაკომპლექტებული.

კულინART – ეს არის კულინარია+გლამური. რუბრიკების სტუმრები ხშირად იქნებიან ცნობილი სახეები. ბოლო დროს განხორციელებული მედია პროექტებში ჩნდებიან ისინი, ხშირად ერთი და იგივე სახეები. რამდენად იქნება ეს სიახლე და ხომ არ იქნება მოსაბეზრებელი მკითხველისთვის?

რა თქმა უნდა კომერციულად თუ გინდა რომ პროექტი იყოს მომგებიანი, თანაც პირველი ნომერი, ცნობადი სახეების გარეშე ეს წარმოუდგენელია, თუმცა გააჩნია დოზას. მე მგონია, რომ ჩვენთან ზღვარი დაცულია. ბევრ ახალ და საინტერესო ადმაიანებს აღმოაჩენთ სულ სხვა კუთხით.

მედია გამომცემლებს, რომლებსაც საკმაოდ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხიც ჰქონდათ და დასაწყისში საკმაოდ რეიტინგულებიც იყვნენ, არსებობა შეყვიტეს. როგორ ფიქრობთ რა არის ის, რის გამოც კულინART-ი ბაზარზე დამკვიდრდება?

კულინART-ის პირველი ნომერი გაყიდვაში წინა შაბათს გამოვიდა, მართლა არ ველოდებოდით ასეთ შედეგს ამ 3-4 დღეში უამრავი ადამიანი გვწერს, რომ ჟურნალს ცენტრალურ უბნებში ვეღარ შოულობენ. მოთხოვნადი ნამდილად არის და გამოხმაურებაც აქვს ძალიან დადებითი. მას აქვს თავისი ნიშა, სადაც ამ ეტაპზე, კონკურენტი არ ჰყავს .

გადმოწერა ()



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: ჟურნალ-გაზეთები | დაამატა: InterestingSite | ტეგები: Keta Lomidze, სამზარეულო, Business, ქეთა ლომიძე, კულინART, ბეჭვდური მედია, marketer.ge, ბაზარი, კულინარია ნანახია: 1136 | რამოტვირთვები: 609 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]