Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კატლეტი კიევურად / katleti kievurad
2014-03-08, 12:21 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათმის ფილე - 4
კარაქი - 120 გრ
კამა
მარილი და პილპილი
კვერცხი - 2-3
რძე - 2 ს.კ.
ფქვილი
საფანელი

მომზადების წესი:
დარბილებულ კარაქს შევურიოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი, გავაკეთოთ პატარა ბურთულები და გავყინოთ.

ქათმის ფილე (უმჯობესია თუ ძვალიც ზედ ექნება) შუაზე გადავჭრათ სიბრტყეზე და მსუბუქად დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შუაში ჩავუდოთ კარაქის ბურთი და გადავახვიოთ, ისე რომ არ დავუტოვოთ ღია ნაწილი.

კვერცხი და რძე ავთქვიფოთ.

ამოვავლოთ კატლეტი ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, შემდეგ საფანელში. მერე ისევ კვერცხში და საფანელში.

შევწვათ მდუღარე ზეთში, საშუალო ტემპერატურაზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1760 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]