მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კეფირის ცომით მომზადებული უგემრიელესი სიფრიფანა ღვეზელები მწვანე ხახვით / kefiris comit momzadebuli ugemrielesi sifrifana gvezelebi
2014-03-08, 11:58 AM |
შემადგენლობა:
კეფირი - 500 გრ
ფქვილი - რამდენსაც შეიზელს
მარილი - 1/2 ჩ.კ.
სოდა - 1 ჩ.კ.
გულსართი
კარტოფილი - 5-7 ცალი
ხახვი - 1-2 თავი
მწვანე ხახვი - 1 კონა
კამა
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
კეფირი ჩავასხათ ჯამში, დავამატოთ სოდა და მარილი. ნელ-ნელა ვამატოთ ფქვილი და ვურიოთ კოვზით. როცა კოვზით მორევა შეუძლებელი გახდება გადმოვიღოთ ფქვილიან მაგიდაზე და ისე მოვზილოთ. თან ვამატებთ ფქვილს, რამდენსაც შეიზელს. საბოლოოდ ცომი არ უნდა ეკრობოდეს მაგიდას და ხელებს. მიღებულ ცომს დავასვენებთ მინიმუმ 30 წუთი. მანამდე კი მოვამზადოთ გულსართი.
მოვხარშოთ კარტოფილი, დავჭყლიტოთ. ხახვი მოვშუშოთ, მწვანე ხახვი და კამა კი წვრილად დავჭრათ და ეს ყველაფერი კარტოფილს შევურიოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი.
ცომის პატარა გუნდები გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ გული, თავი მოვუკრათ და საბრტყელებლით კარგად გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ მშრალად ტაფაზე, შემდეგ კი წავუსვათ კარაქი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |