Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გურული ღვეზელი / guruli gvezeli
2014-03-08, 9:52 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300 მილილიტრი წყალი ან რძე
1.5 სუფრის კოვზი საფუარი
600+300 გრამი ფქვილი
50 გრამი ზეთი
1 ჩაის კოვზი შაქარი
1 ჩაის კოვზი მარილი
700 გრამი იმერული ყველი
4 ცალი მოხარშული კვერცხი
1 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი წყალი/რძე

მომზადების წესი:
1. შეათბეთ წყალი/რძე 35C გრადუსამდე, შეურიეთ მარილი და გახსენით საფუარი.

2. ჩაყარეთ 600 გრამი ფქვილი თასში და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩაუმატეთ საფუარიანი წყალი/რძე და ზეთი. ღვეზელისთვის ოქროსფერი შეფერილობის მისაღებად, ჩაუმატეთ შაქარიც. მოზელილი რბილი ცომისგან გააკეთეთ ბურთი, შეფუთეთ და 2 საათით დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად.

3. შემდეგ ჩაუმატეთ ცომს 150-200 გრამი ფქვილი და ერთხელაც მოზილეთ. ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გაყავით მიღებული ცომი ოთხ თანაბარ ნაწილად. შეფუთეთ(გადააფარეთ კულინარილი ცელოფანი) და დატოვეთ თბილ ადგილას 10 წუთით.

4. დაფშხვენით ყველი. 4 ცალი მოხარშული კვერცხი გაჭერით შუაზე. ხელით გააბრტყელეთ ცომის ბურთები 4-5 მილიმეტრის სისქეზე. თითოეულის ცალ მხარეს გადაანაწილეთ ყველი და განათავსეთ კვერცხის ორი ნაჭერი. ზევიდან გადმოაკეცეთ ცომის მეორე ნახევარწრე და კიდეებზე თითების დაჭერით შეუკარით პირი.

5. განაცალკევეთ ერთი კვერცხის გული ცილისგან. ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი წყალი/რძე და კარგად გათქვიფეთ.

6. მოაყარეთ ფქვილი საცხობ ლანგარს, განათავსეთ მასზე ნახევარმთვარისებური გურული ღვეზელები და მოაცხეთ ზემოდან გათქვეფილი კვერცხის გული. შედგით ღუმელში და აცხვეთ მაღალ ტემპერატურაზე, 15-20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით, სანამ ცხელია!



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1397 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]