Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბანანის ბლინები / bananis blinebi
2014-03-08, 1:18 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 მწიფე ბანანი
1 ჭიქა ფქვილი
1 სუფრის კოვზი შაქარი
1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
1/4 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1 კვერცხი
1 ჭიქა რძე
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

პირველი ეტაპი: გაფცქვენით ბანანები და ჩაჭყლიტეთ თასში. ახალ თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი, საცხობი ფხვნილი და მარილი. ჩაუმატეთ დარიჩინიც და შეურიეთ.
მეორე ეტაპი: დიდი ზომის თასში ჩატეხეთ კვერცხი. ჩაუმატეთ რძე, მცენარეული ზეთი და დაჭყლეტილი ბანანი. შეურიეთ ერთმანეთს და შემდეგ ჩაუმატეთ ფქვილის მასაც. შეურიეთ ოდნავ ხორკლებიანი თხევადი ცომის მიღებამდე.
მესამე ეტაპი: გააცხელეთ ცხიმიანი ტაფა საშუალო ცეცხლზე და დაიწყეთ ცხობა. 1/4 ჭიქა თხევადი ცომისგან 1 ბანანის ბლინი გამოგივათ. აცხვეთ ბანანის ბლინი, სანამ ოქროსფერი არ გახდება ორივე მხრიდან და მიირთვით, სანამ ჯერ კიდევ ცხელია!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, world cookery, кулинарные рецепты - See more at: h, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო ნანახია: 1609 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]