მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ხაჭოსა და ნაღების ნამცხვარი კომშით / khachosa da naghebis namckhvari komshit
2014-03-05, 11:11 AM |
შემადგენლობა:
ცომი
100 გ კარაქი
2/3 ჭიქა შაქარი + 2 ს.კ.
2 კვერცხის გული
1 კომში
0,5 ჩ.კ. სოდა
1 ს.კ. ლიმონის წვენი
200-250 გ ფქვილი
მწიკვი ვანილი.
ხაჭოს მასა
2/3 ჭიქა შაქარი
200 გ ხაჭო
0,5 ჭიქა (120 მლ) ნაღები (30-33%),
2 კვერცხი
1,5 ს.კ. ფქვილი
ფორთოხლის ცედრა – მოსართავად.
მომზადების წესი:
კომში გავფცქვნათ, თხლად დავჭრათ და ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს, დავაყაროთ 2 ს.კ. შაქარი და დავდგათ ცეცხლზე თავდახურული. ვხარშოთ მანამ, სანამ არ დარბილდება. დარბილებული კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, ლიმონის წვენში არეული სოდა, ვანილი და ფქვილი. უნდა მივიღოთ ფხვიერი ცომი. გავაბრტყელოთ და 25X18 სმ ზომის ფორმაში მოვათავსოთ. გავუკეთოთ გვერდები და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. ფორმა შევდგათ მაცივარში, სანამ ხაჭოს მასას მოვამზადებთ. მოხარშული კომში გადავიტანოთ საწურზე, რომ სითხისგან დაიწრიტოს. ნაღები კარგად ავთქვიფოთ, კრემისებრი მასის მიღებამდე.
ცალკე ავთქვიფოთ ხაჭო და შაქარი და შევურიოთ ნაღებს. შევათქვიფოთ კვერცხი და ფქვილი. მაცივრიდან გამოვიღოთ ცომჩაფენილი ფორმა, შიგ მოვათავსოთ ჯერ კომში, შემდეგ ხაჭოს გულსართი და გამოვაცხოთ წინასწარ 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 50 წუთი. ნამცხვარი მზადაა, როდესაც ფხვიერი ფენა გაოქროსფრდება, გულსართი კი შეიკვრება. ნამცხვრის ნაჭრები მოვრთოთ ფორთოხლის ცედრით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |