Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თევზის გრატენი ისპანახით / tevzis grateni ispanakhit
2014-03-05, 10:39 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ ახალი ისპანახი
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
1 ს.კ. ზეთი
150 მლ რძე
3 ცალი კვერცხი
650 გ თევზის ფილე
1 ს.კ. ლიმონის წვენი
50 გ გახეხილი ყველი გაუდა
მარილი, წიწაკა, ჯავზი – გემოვნებით

მომზადების წესი:
ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავდოთ საწურზე, რომ დაიწრიტოს. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხახვი, ნიორი და მოვშუშოთ. დავუმატოთ ისპანახი, დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. შევანელოთ მარილით, წიწაკითა და ჯავზით. ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე. კვერცხი და რძე გავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი. თევზის ფილე ოთხ ნაწილად გავყოთ და მარილი მოვაყაროთ. ისპანახი ოთხ პატარა საცხობ ფორმაში მოვათავსოთ, თითოეულში ჩავდოთ თითო თევზის ნაჭერი და გათქვეფილი კვერცხი მოვასხათ. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და 20 წუთის განმავლობაში შევდგათ ღუმელში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1204 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]