Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მეგრული ხაჭაპური / megruli khachapuri - xachapuri, qartuli samzareulo
2014-03-05, 10:29 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
200 გრამი ხაჭაპურის ცომი
100 გრამი ფქვილი
2 ცალი კვერცხი
70 გრამი კარაქი
200 გრამი სულგუნი

მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 200-220C გრადუსზე.

2. ხაჭაპურის შიგთავსის მოსამზადებლად გახეხეთ სულგუნი და გადაინახეთ 50 გრამი. დანარჩენი 150 გრამი ყველი კი მოათავსეთ თასში და ჩანგლით შეურიეთ 1 ცალი კვერცხი 50 გრამ კარაქთან ერთად.

3. მეორე კვერცხის გული განაცალკევეთ ცილისგან და გათქვიფეთ.

4. მოზილეთ ხაჭაპურის ცომი(იხილეთ ხაჭაპურის ცომი მომზადების წესი) ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, დაასვენეთ 10 წუთით და შემდეგ გააბტყელეთ. ცომის ცენტრში მოათავსეთ ხაჭაპურის შიგთავსი, შეუკარით პირი, ამოატრიალეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ ხელებით. დაუტოვეთ პატარა ნახვრეტი ორთქლის ამოსასვლელად.

5. გადაანაწილეთ გადანახული 50 გრამი გახეხილი ყველი ხაჭაპურის ზედაპირზე. ცომის კიდეებს და ყველიან ზედაპირს ალაგ-ალაგ მოაცხეთ გათქვეფილი კვერცხის გული.

6. საცხობ ლანგარს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე მეგრული ხაჭაპური, შედგით გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ, ზევიდან მოაცხეთ დარჩენილი 20 გრამი კარაქი და გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 2535 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]