Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათამი მონადირულად / qatami monadirulad
2014-03-01, 9:28 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 ცალი ქათამი, ოთხად გაჭრილი
1 დიდი თავი ხახვი, თხლად დაჭრილი
225 გრამი ახალი სოკო, ოთხად გაჭრილი
1 მწიკვი მარილი
1 მწიკვი შავი წიწაკა
4 კბილი ნიორი, თხლად დაჭრილი
3 ღერო როზმარინი
1 ჩაის კოვზი ხმელი ორეგანო(თავშავა) ან ქონდარი
1/2 ჩაის კოვზი დაღერღილი წითელი წიწაკა
1 ჭიქა პამიდვრის სოუსი
1/2 ჭიქა წყალი
მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებისამებრ
2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, დაჭრილი
2 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა, დაჭრილი

მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე.

2. გააცხელეთ ზეთი საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, ღრმა ქვაბში. ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები და აცხვეთ, სანამ არ დაიბრაწება. გადაალაგეთ შებრაწული ქათამი თასზე(ნუ გადაასხავთ ცხიმს ქვაბიდან).

3. მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და სოკო ქვაბში და შეწვით ქათმის ცხიმში 5-6 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. ჩაუმატეთ მწიკვი მარილი და წიწაკა. შემდეგ ჩაუმატეთ ნიორი, როზმარინი, ორეგანო, დაღერღილი წითელი წიწაკა, პამიდვრის სოუსი და წყალი.

4. ქვაბში მომზადებულ ბოსტნეულზე ზემოდან განალაგეთ ქათმის ნაჭრები, ზემოდან მოასხით წვენი, თუ თასზე რამე დაგროვდა, გემოვნებისამებრ ჩაუმატეთ მარილი და წიწაკა, ბოლოს კი მოაყარეთ ღერებად დაჭრილი ბულგარული წიწაკები, დააფარეთ ქვაბს თავსახური და შედგით გახურებულ ღუმელში 1 საათითა და 15 წუთით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, world cookery, receptebi, кулинария, kulinariya, სამზარეულო, кулинарные рецепты ნანახია: 1336 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]