| მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად | 
კვერცხის ბურთულები ლორით (ჩინური სამზარეულო) / kvercxis burtulebi lorit (chinuri samzareulo) 
| 2014-03-01, 4:29 PM | |
შემადგენლობა:
ლორი - 300 გრ.
კვერცხი - 4 ცალი
ხორბლის ფქვილი - 1 ჩ/კ
ორცხობილას საფანელი - 3 ს/კ
ზეთი - 4 ჭიქა
მწვანე სალათის ფოთლები
მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ლორი წვრილად დაკეპეთ, ჩაახალეთ კვერცხი, ყველაფერი აურიეთ ფქვილში და ორცხობილას საფანელში, მოაყარეთ მარილი. ამ მასისაგან გააკეთეთ მწყრის კვერცხის ზომის ბურთულები და შეწვით “პრიტურ”-ში 4,5 წთ.
სუფრაზე მიტანის წინ ლანგარზე დააწყვეთ სალათის ფოთლები და მათზე მოათავსეთ ბურთულები.
ულუფა: 4; მომზადების დრო: 40 წთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
 
 დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი! 
 
 გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
| სულ კომენტარები: 0 | |