მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ნამცხვარი მედოკი ანი კოსტავას რეცეპტით / namckhvari medoki ani kostavas receptit
2018-12-13, 7:54 PM |
შემადგენლობა:
2 კვერცხი;
1 ჭიქა შაქარი;
3 ს/კ თაფლი;
100 გრ. კარაქი,
1 სავსე ჩაის კოვზი სოდა(ძმრით),
დაახლოებით 3 ჭიქა ფქვილი.
კრემისთვის:
2 ქილა შედედებული რძე;
300 გრ. კარაქი;
1 ვანილი.
მომზადები წესი:
2 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი გავთქვიფო კარგად , დავამატოთ 100 გრ. კარაქი, 3 ს/კ თაფლი, დავდგათ წყლის აბაზანაზე(ორთქლზე) და კოვზით აურიოთ, კარაქი რომ გადნეს. შემდეგ გადმოვდგათ ორთქლიდან და რომ შეგრილდება დავამატოთ სოდა-ძმრით და დაახლოებით 3 ჭიქა ფქვილი(ცომი რბილი უნდა იყოს,ხელზე ცოტა უნდა გვეწებებოდეს).
ცომი გავყოთ დაახლოებით 5-6 ნაწილად(გააჩნია რა მოცულობის ფორმაზე ვაცხობთ).
საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი,წავუსვათ ცოტა კარაქი და თითებით გავიყვანოთ მასზე ცომის ერთი ნაწილი(ფქვილი დავიხმაროთ). შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე.
ასევე გამოვაცხობთ დანარჩენ ფირფიტებსაც.
მოვამზადოთ კრემი:
300 გრ. კარაქი გავთქვიფოთ კარგად გათეთრებამდე, შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ 2 ქილა შედედებული რძე+ 1 შეკვრა ვანილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |