Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო ვაშლის ნამცხვარი / samarkhvo vashlis namckhvari
2014-09-08, 2:53 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მცენარეული მარგარინი - 200 გ.
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
პურის ფქვილი - 3-3,5 ჩაის ჭიქა
წყალი - 2 ჩაის ჭიქა
სოდა - 2 ჩაის კოვზი
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
ვაშლი - 1 კგ.
შაქრის პუდრა - მოსაყრელად
ვანილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
200 გ. დარბილებულ მარგარინს დააყარეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ნელთბილი წყალი, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი (ძმარში გახსნილი) სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, ვანილი გემოვნებით, დააყარეთ 3-3,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გამზადებული ცომი გაყავით ორ ნაწილად. ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტას მოაყარეთ ფქვილი და ზედ მოათავსეთ ცომის ერთი ნაწილი, კოვზით გაასწორეთ თანაბრად, წაუსვით ვაშლის ხილფაფა, ზემოდან დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. შედგით ღუმელში საშუალო ტემპტერატურაზე. გამოცხობის შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: samarxo kerdzebi, samarxo kerdzi, samarxvo kerdzi, samarkhvo kerdzebi, სამარხო კერძი, სამარხვო კერძი, samarkho kerd, სამარხვო კერძები, სამარხო კერძები ნანახია: 1422 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]