მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მოცხარის სამარხვო ღვეზელი / mockharis samarkhvo ghvezeli
2014-09-08, 2:05 PM |
შემადგენლობა:
ცომისთვის – 1,5 ჭიქა ფქვილი
2-3 ს.კ. შაქარი
5 ს.კ. ზეთი
6 ს.კ. ძალიან ცივი წყალი
მწიკვი ვანილი, მარილი და სოდა
გულსართისთვის – 1 ჭიქა გაყინული მოცხარი
3 ს.კ. შაქარი
1 ს.კ. ფქვილი.
მომზადების წესი:
კენკრა გავადნოთ. თასში ჩავყაროთ 1 ჭიქა გაცრილი ფქვილი. დავუმატოთ მარილი, შაქარი, ვანილი, წყალი, ზეთი და ავურიოთ. დავუმატოთ დანარჩენ ფქვილში არეული სოდა და მოვზილოთ ელასტიკური ცომი. შევახვიოთ ცელოფანში და 1 საათით მაცივარში შევდოთ. გამდნარ კენკრას დავუმატოთ ფქვილი და შაქარი. ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. 19 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცოტა ზეთი. ცომი ერთ მოზრდილ და ერთ პატარა ნაწილად გავყოთ. დიდი ნაწილი გავაბრტყელოთ და ფორმაში ჩავაფინოთ. ფენას გავუკეთოთ გვერდები, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და ზედ შაქარარეული კენკრა მოვათავსოთ. ცომის მეორე ნაწილიც გავაბრტყელოთ და კენკრას ზემოდან გადავაფინოთ. ღვეზელს შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება, წავუსვათ ზეთი და, სურვილისამებრ, ზემოდანაც ცოტა შაქარი მოვაყაროთ. ღვეზელი 30-35 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |