Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხბოს ხორცი შავი ქლიავით / khbos khorci shavi qliavit
2014-02-23, 3:43 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
400 გრ. ხბოს ხორცი,
12 ც. კარტოფილი,
2 თავი ხახვი,
16 ც. კურკაგამოცლილი შავი ქლიავი,
6 ს.კ. არაჟანი (15%),
1 ს.კ. ხორბლის ფქვილი,
მარილი გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი:
კარტოფილი და ხახვი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გავაშროთ. კარტოფილი გავხეხოთ საშუალო სახეხზე, ხახვი - წვრილზე (მეორე თავი ხახვი ხორცთან ერთად ჩასაშუშად დაგვჭირდება). გახეხილი ბოსტნეული გადავურიოთ ერთმანეთში და ოდნავ მოვშუშოთ.

ბოსტნეულს დავუმატოთ ფქვილი, მოვაყაროთ მარილი და კარგად გადავზილოთ. კარტოფილისგან მომზადებულ ცომს მივცეთ მომცრო ფირფი-ტების ფორმა და შევწვათ ზეთში. ბლინები დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ისინი ზეთის ნარჩენებისგან დაიწუროს, შემდეგ გადავიტანოთ თეფშზე და სუფრაზე მიტანამდე თბილად შევინახოთ.

ხბოს ხორცი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, პატარა ნაჭრებად დავჭრათ და ორივე მხრიდან ზეთში დავბრაწოთ. ხახვი დავჭრათ რგოლებად, ჩავაყაროთ ხორცს და რამდენიმე წუთით გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე. შავი ქლიავი გავრეცხოთ, ჩავაყაროთ ხორცსა და ხახვს, დავასხათ 1 ლ. წყალი. ტაფას დავაფაროთ თავსახური და ხორცის მომზადებამდე დავტოვოთ ქურაზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1209 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]