Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბოსტნეულით ფარშირებული ხორცი / bostneulit farshirebuli khorci
2014-02-23, 3:37 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
½ საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო
100 გრ. ბროკოლი, 1 თავი ხახვი
1 სტაფილო
500 გრ. ძროხის ხორცი (რბილი ნაჭრები)
4 ს.კ. მცენარეული ზეთი
100 გრ. მაგარი ყველი.

მომზადების წესი:
ხახვი და სტაფილო გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და დავჭრათ კუბებად. ყვავილოვანი კომბოსტო გავრეცხოთ და დავხლიჩოთ. მომზადებული ბოსტნეული მოვხრაკოთ ზეთიან ტაფაში, პერიოდულად ვურიოთ კოვზით.

ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ საულუფე ნაჭრებად და დავბეგვოთ ხორცის საბეგვით. ყველი გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე. ხორცის ნაჭრებზე დავდოთ ბოსტნეულის ფარში, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, დავახვიოთ ისინი პატარა რულეტებად და დავამაგროთ ხის ჩხირებით.

ნაჭრები დავდოთ ტაფაზე, დავასხათ დარჩენილი ზეთი და გამოვაცხოთ ქურაში 220º ტემპერატურაზე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

სუფრაზე მიტანამდე კერძი შეიძლება მოვრთოთ კამით ან ოხრახუშით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1096 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]