მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
წიწიბურას ფლავი ცხვრის ხორცით / tscitsciburas flavi ckhvris khorcit
2014-02-23, 3:33 PM |
შემადგენლობა:
300 გრ. წიწიბურა
400 გრ. ცხვრის ხორცი (რბილი და ძვლიანი ნაჭრები)
2 ხახვი
1 თავი ნიორი
1 ს.კ. ტომატის პასტა
მცენარეული ზეთი
მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ხახვი გავასუფთავოთ, დავჭრათ ნახევარრგოლებად და ჩავშუშოთ ზეთში. ხორცი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, რბილობი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად და მოვაყაროთ ცოტა მარილი. ხახვიან ტაფას ჩავამატოთ ეს ნაჭრები და ძვლიანი ხორცი.
ვშუშოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ხორცს და ხახვს დავუმატოთ ტომატის პასტა, ცოტა ცხელი წყალი და თავდახურული დავტოვოთ ცეცხლზე ხორცის მომზადებამდე. წიწიბურა გავარჩიოთ და გახურებულ ტაფაზე მოვხალოთ.
ჩავყაროთ წიწიბურა მარილიან მდუღარეში (1 ჭიქა წიწიბურაზე 1 ¾ ჭიქა წყალი). როდესაც წყალი კიდევ ერთხელ წამოდუღდება, ჩავაგდოთ მასში გარეცხილი, მაგრამ დაუნაწევრებელი ნიორი. დავაფაროთ ხუფი და ვხარშოთ მომზადებამდე. გადავურიოთ ერთმანეთში წიწიბურა და ხახვში ჩაშუშული ხორცი და თავდახურული დავტოვოთ ცეცხლზე რამდენიმე წუთით. სუფრაზე მიტანამდე გავაჩეროთ 1 საათი.
(!) არსებობს ფლავის უამრავი რეცეპტი, თუმცა ამ კერძის მთავარი კომპონენტები დღემდე უცვლელი რჩება: ხორცი, ბოსტნეული და ბრინჯი, რომელიც ხანდახან შეიძლება წიწიბურათი, ხორბლით ან მუხუდოთი ჩავანაცვლოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |