Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათამი ღვინოში / qatami ghvinoshi
2014-02-23, 3:29 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ც. ქათამი
250 გრ. ხახვი
250 გრ. “ქამა” სოკო
100 გრ. "შპიკი"
2 ს/კ დაფქვილი წითელი წიწაკა
2 ს/კ ერბო
1 ჩ/კ გამხმარი ტიმიანი
1 კბილი ნიორი
250 მლ. მშრალი წითელი ღვინო
1.5 ჩ/ჭ. ბულიონი (ქათმის ბულიონის "კუბიკი")
3 ს/კ კონიაკი
1 ჩ/ჭ კარტოფილის სახამებელი
2 ს/კ პურის ფქვილი.

მომზადების წესი:
ქათამი გარეცხეთ, გამოშიგნეთ, გააშრეთ, დაჭერით 6-8 ულუფად, ყოველ ნაჭერს მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ამოავლეთ ფქვილში. შეწვით ყველა მხრიდან ერბოში.

გადადეთ ქათამი სხვა ჭურჭელში, "შპიკი" დაჭერით პატარა ნაჭრებად, შეწვით ქათმის შეწვის შემდეგ დარჩენილ ერბოში. ხახვი გაწმინდეთ, დაჭერით. სოკოს გადაავლეთ მდუღარე, დაჭერით ნაჭრებად.

გამდნარ "შპიკში" მოთუშეთ ხახვი და სოკო, 15 წუთის შემდეგ ჩადეთ შემწვარი ქათამი, ტიმიანი, დაასხით ღვინო და 2 ჭიქა ბულიონი. თუშეთ თავდახურულად დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში. დარჩენილი ბულიონი დუღილით გაანახევრეთ, შეანელეთ კონიაკით, მარილით, წიწაკით.

სახამებელი გახსენით 2 ს/კ წყალში, ჩაასხით სოუსში. თან მუდმივად ურიეთ. სუფრასთან გატანის წინ ქათმის ნაჭრები დაალაგეთ თეფშზე ხახვთან და სოკოსთან ერთად, მოასხით სოუსი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1191 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]