Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტორტი ,,ჩიტის რძე’’ / torti "chitis rdze"
2014-02-23, 3:26 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
4 ც. კვერცხი,
40 გრ. შაქარი,
5 გრ. კაკაოს ფხვნილი,
50 გრ. პურის ფქვილი ან 60 გრ. სახამებელი

მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, სანამ არ მოიმატებს მოცულობაში 2-3-ჯერ. ჩაყარეთ ფქვილი ან სახამებელი, რომელშიც წინასწარ შურიეთ კაკაოს ფხვნილი და სწრაფად მოზილეთ ცომი. გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფორმაში, ჰაერღუმელში 220°-ზე, 20-25 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. გააგრილეთ და დაჭერით 2-3 ფენად.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

300 გრ. კარაქი, 150 გრ. შაქრიანი შედედებული რძე, კონიაკი, ვანილი.

მომზადების წესი: კარაქი კარგად ათქვიფეთ, თანდათან დაუმატეთ შედედებული რძე, ბოლოს კონიაკი და ცხელ წყალში გახსნილი ვანილი.

სუფლეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

3 კვერცხის ცილა, 180 გრ. შაქარი, 50 გრ. წყალი ვაჟინისთვის, 150 გრ. წყალი ჟელატინისთვის, 15 გრ. ჟელატინი.

მომზადების წესი: ჟელატინი ჩაალბეთ 40 წუთით და გადაწურეთ. გაადნეთ ორთქლზე. წყალში ჩაყარეთ შაქარი და წამოადუღეთ, მოხსენით ქაფი და ადუღეთ ბუშტების წარმოქმნამდე. ამავდროულად ცილა ათქვიფეთ, ნელ-ნელა ჩაასხით ცხელი სეროფი, ბოლოს - გამზადებული ჟელატინი. სუფლე შეაგრილეთ, დაუმატეთ კრემის 1/4 და ფრთხილად ამოურიეთ.

ფირფიტები შეაერთეთ კრემით, ჩადეთ გასახსნელ ფორმაში, დაასხით სუფლე, მოასწორეთ და გააცივეთ. ფორმას მოხსენით გვერდები. ზემოდან და გვერდებზე წაუსვით შოკოლადის მინანქარი.

შოკოლადის მინანქარი:

ორთქლზე გაადნეთ 100 გრ. შოკოლადი 30 გრ. კარაქთან ერთად. მომზადების დრო: 1 საათი + გაციება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 2534 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]