Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქიშმიშიანი ღვეზელი / qishmishiani ghvezeli
2014-02-23, 3:23 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
100 გრ. მზა ფენოვანი ცომი,
3 კვერცხი,
300 გრ. ხაჭო (5%),
50 გრ. კარაქი,
2 ს.კ. შაქარი,
1/2 ლიმონი,
1/2 ჭიქა ქიშმიში.

მომზადების წესი:
ფენოვანი ცომი გავავღოთ, ხაჭო გადავწუროთ საწურში და დავუმატოთ შაქარში გათქვეფილი კვერცხი. ქიშმიში გავარჩიოთ, გავრეცხოთ და 15 წუთით ჩავალბოთ ცხელ წყალში, შემდეგ წყალი გადავასხათ და ქიშმიში ოდნავ შევაშროთ.

ლიმონს მოვაცალოთ ცედრა, დავაქუცმაცოთ და ქიშმიშთან ერთად ჩავყაროთ ხაჭოში. ცომი გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ რგოლი, რომლის დიამეტრი საცხობი ფორმის დიამეტრის ტოლი იქნება. გადავიტანოთ იგი ტაფაზე.

ცომის ნარჩენები დავჭრათ ზოლებად ღვეზელის მოსართავად. წავუსვათ მათ კვერცხი ან წყალი და მივაწებოთ ღვეზელის კიდეებს. იმისათვის, რომ ფენოვანი ცომი თანაბრად აფუვდეს, რამდენიმე ადგილას მისი ზედაპირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ.

ხაჭოს შიგთავსი გავშალოთ ცომზე თანაბარ ფენად. ხაჭოს ფენას გამდნარი კარაქი მოვასხუროთ. ღვეზელის ზედაპირი მოვხატოთ კოვზით ან ჩანგლით და ვაცხოთ წინასწარ გახურებულ ქურაში 200º-ზე 25 წუთის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1238 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]