მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
არაჟნისა და ხაჭოს დესერტი / arajhnisa da khachos deserti
2014-02-23, 3:09 PM |
შემადგენლობა:
15-20 გრ. ჟელატინი (1 ს.კ.)
1ჭიქა წყალი ან რძე
250გრ. ხაჭო
250გრ. არაჟანი
0,5-0,75 ჭიქა
შაქარი
2 ს.კ. ვანილის შაქარი.
მომზადების წესი:
ჟელატინი ჩავალბოთ ცივ წყალში ან რძეში, გავაჩეროთ 1-2 საათი გასაღვივებლად. გაღვივებული ჟელატინი დავდგათ დაბალ ცეცხლზე გასადნობად (არ უნდა ადუღდეს).
ჟელატინის ცხელ ხსნარს დავუმატოთ შაქარი, ვანილის შაქარი, ვურიოთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.
ხაჭო გავცრათ საცერში ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. არაჟანი გადავიღოთ ჯამში და შევურიოთ ჟელატინის ხსნარი და ჩავასხათ მიღებული ხაჭოს, არაჟნის და ჟელატინის მასა მომზადებულ ფორმებში, სისქით 1-3 სმ. და დავდგათ ცივ ადგილას შესასქელებლად. როცა დესერტი შესქელდება დავჭრათ და მივიტანოთ სუფრასთან.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |