Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კარტოფილისა და ხორცის ფარშის ზრაზი / kartofilisa da khorcis farshis zrazi
2017-10-03, 9:47 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომისთვის:
12 საშუალო ზომის კარტოფილი
2 ცალი კვერცხი
1 ცალი ხახვი
5 ს/კ ფქვილი
1 დაფნის ფოთოლი
1 ჩ/კ მარილი
შიგთავსისთვის:
500 გრამი ხორცის ფარში
1 ცალი ხახვი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
კარტოფილი დიდ ნაჭრებად დაჭერით და მოხარშეთ. მარილის მოყრა არ დაგავიწყდეთ. მოამზადეთ პიურე.
ხახვი კუბიკებად დაჭერით, მოხრაკეთ მცენარეულ ზეთში, დაუმატეთ ფარშს, მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ.
დარჩენილ კარტოფილის მასას კვერცხი და ფქვილი დაუმატეთ. აურიეთ. კარტოფილის ცომისგან საშუალო ზომის ბურთები მოზილეთ, გააბრტყელეთ და შუაში ერთი სუფრის კოვზი ფარში მოათავსეთ.
მიეცით ღვეზელის ფორმა, შემდეგ კი ფქვილში ამოავლეთ. ტაფაზე ცოტაოდენი ზეთი დაასხით და ზრაზი ორივე მხრიდან შეწვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: xorcis farshi, farshi, კარტოფილი, ფარში, ზრაზი, zrazi, kartofili, khorci, ხორცი, ხორცის ფარში ნანახია: 1637 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]