1 კგ თევზი, 400 გრ თავი ხახვი, 1 ჭიქა თეთრი ღვინო, ქინძი, მარილი – გემოვნებით.
მდუღარე მარილწყალში ჩავასხათ თეთრი ღვინო, დავამატოთ წვრილად დაჭრილი თავი ხახვი, გარეცხილი და ულუფებად დაჭრილი თევზი და ვხარშოთ მზადყოფნამდე.
ნახარში გავწუროთ, ვადუღოთ რამოდენიმე წუთი, დავამატოთ მარილთან და ქინძთან ერთად დანაყილი ნიგოზი, ვადუღოთ კიდევ ერთ-ორი წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მზა თევზს მოვასხათ თეთრი ღვინის სოუსი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.