Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მოხარშული ლოქო სოკოთი

600 გრ ლოქოს ფილე, 150 მლ წყალი, 50 გრ სოკოს ნახარში, 30 გრ თავი ხახვი, ოხრახუში, მარცვალი პილპილი, დაფნის ფოთოლი, 100 გრ მოხარშული სოკო (შამპინიონი), მარილი – გემოვნებით. თევზის ფილე (უძვლო) გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავალაგოთ ქვაბში ერთ რიგად, დავასხათ ცოტა ცხელი წყალი (1 კგ თევზზე 300 მლ წყალი, 10 გრ მარილი), სოკოს ნახარში, დავამატოთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, მარცვალი პილპილი, დაფნის ფოთოლი, მარილი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. თეთრი სოკო (შამპინიონი) გადავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, ისევ გავრეცხოთ, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, მოვაყაროთ მარილი და მოვხარშოთ. მოხარშული სოკო ამოვიღოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ. ბულიონი გავწუროთ და გამოვიყენოთ თევზის ხარშვისას. მოხარშული თევზი ამოვიღოთ ბულიონიდან, გადავიტანოთ სინზე, ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი სოკო, მოვრთოთ ოხრახუშით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-06-17, 11:41 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, sadgesaswaulo sufra, dgesascauli, სადღესასწაულო სუფრა, kulinaria, dgesastauli, receptebi, sadgesascaulo, sadgesaswaulo samzare, dgesaswauli
ნანახია: 948 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]