Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლუდში მოშუშული კობრი

600 გრ თევზის ფილე, 50 გრ კარაქი, 50 გრ ზეთი, 100 გრ თავი ხახვი, 400 გრ პომიდორი, 200 გრ მოხარშული ბრინჯი, 250 გრ თეთრი ღვინო, 1 კბილი ნიორი, ოხრახუში, პილპილი, მარილი - გემოვნებით. მომზადებული თევზი გავრეცხოთ, დავამუშავოთ ფილედ (კანისა და ძვლების გარეშე), დავჭრათ ულუფებად, მოვაყაროთ პილპილი, მარილი, ჩავალაგოთ ქვაბში, დავამატოთ კარაქი და ზეთი, ჩალისებურად დაჭრილი მოხრაკული თავი ხახვი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი, ასევე ნახევრად მოხარშული ბრინჯი. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, დავასხათ ღვინო, დავახუროთ სახურავი და შემოვდგათ ძლიერ ცეცხლზე. 10 წუთის შემდეგ ცეცხლი შევანელოთ და ვშუშოთ 40 წუთის განმავლობაში. შუშვის ბოლოს დავამატოთ მარილთან ერთად დანაყილი ნიორი. მზა თევზი გადავიტანოთ ლანგარზე, მოვასხათ სოუსი, რომელშიც იშუშებოდა. მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-06-17, 11:44 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, sadgesaswaulo sufra, dgesascauli, სადღესასწაულო სუფრა, kulinaria, dgesastauli, receptebi, sadgesascaulo, sadgesaswaulo samzare, dgesaswauli
ნანახია: 948 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]