Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კამბალა წითელი ღვინის სოუსში

500 გრ თევზი, 1 ჩაის ჭიქა წითელი ღვინო, 1 თავი ხახვი, 0,5 ჩაის ჭიქა ნიგოზი, ქინძი, ოხრახუში, 1 ც დაფნის ფოთოლი, ნიორი, მარილი – გემოვნებით. დამუშავებული და გარეცხილი თევზი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავალაგოთ ქვაბში, დავამატოთ ოხრახუში, თავი ხახვი, დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ 1 ჭიქა წითელ ღვინოში გარეული 1 ჭიქა წყალი. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ 20-25 წუთი თევზის მზადყოფნამდე. მოხარშული თევზი გადავიტანოთ ღრმა სინზე, ნახარში ბულიონი გავწუროთ, ჩავასხათ ცალკე ქვაბში და ვადუღოთ 10-15 წუთი, შემდეგ დავამატოთ ნიორთან ერთად დანაყილი ნიგოზი, ვადუღოთ კიდევ ერთი წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მოხარშულ თევზს მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-06-17, 11:45 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, sadgesaswaulo sufra, dgesascauli, სადღესასწაულო სუფრა, kulinaria, dgesastauli, receptebi, sadgesascaulo, sadgesaswaulo samzare, dgesaswauli
ნანახია: 992 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]