ფრიტიურში შემწვარი ზუთხი
| 2014-06-17, 11:40 AM |
500 გრ თევზი, 50 გრ ხორბლის ფქვილი, 1 კვერცხი, 2 ლ ზეთი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.
მომზადებული ზუთხის, სვიის ნაჭერი, ან ლოქოს ფილე (კანის, ძვლების, ფარფლების გარეშე) გავრეცხოთ, დავჭრათ ულუფებად. ზუთხის მომზადების წესი იხილეთ წინა რეცეპტში. ულუფებს მოვაყაროთ პილპილი, მარილი, ამოვავლოთ ფქვილში, დავასველოთ ლიეზონში (1 კვერცხი, 60 მლ წყალი, 3 გრ მარილი), ისევ ამოვავლოთ ფქვილში და ჩავდოთ დიდი ოდენობის (2 ლ ზეთი 0,5 კგ თევზზე) 180-1900ც ტემპერატურამდე გაცხელებულ ზეთში. თევზი შევწვათ ოქროსფერის მიღებამდე 5 წუთის განმავლობაში, ამოვიღოთ ქაფქირით თუშფალანგზე, დავწრიტოთ, გადავიტანოთ ტაფაზე, შევდგათ ქურაში 5 წუთით.
მზა კერძი გადავიტანოთ სინზე, მოვასხათ გამდნარი კარაქი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: კულინარია, sadgesaswaulo sufra, dgesascauli, სადღესასწაულო სუფრა, kulinaria, dgesastauli, receptebi, sadgesascaulo, sadgesaswaulo samzare, dgesaswauli
|
ნანახია: 1034 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]