Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თხილიან - კარამელიანი ნამცხვარი / tkhilian - karameliani namckhvari
2014-06-04, 1:48 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომისთვის:
კარაქი/მარგარინი 250გრ
შაქარი 200გრ
ვანილი 1პაკეტი
კვერცხი 4ც
რძე 65მლ
ფქვილი 500გრ
გამაფხვიერებელი 1პაკეტი

კარამელიანი მასისთვის:
შაქარი 200გრ
ნაღები 300მლ
თხილი 200გრ(დაჭრილი)
მწიკვი კარიცა
ცივი Espresso 100გრ
შოკოლადი 100გრ
შაქარი 50გრ

მომზადების წესი:
კარგად ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი დავამატოთ შაქარი და ვანილი. დავამატოთ სათითაოდ კვერცხები თან გამუდმებით ვთქვიფოთ. დავამატოთ რძე და ფქვილი.

ცალკე ქვაბში გავადნოთ შაქარი დავამატთ ნაღები და წამოვადუღოთ, ვურიოთ გამუდმებით მასა უნდა იყოს მოსქელო, გადმოვდგათ გაზიდან და გავაციოთ. დავამატოთ თხილი, Espresso, კარიცა და გახეხილი შოკოლადი, კარგად ამოვურიოთ.

პერგამენტ დაფენილ, ცხიმწასმულ ჟარონაზე დავასხათ ცომის ნახევარი და დავასხათ 2/3 ნაწილი კარამელიანი მასა.

ამ მასას ზევიდან დავასხათ დარჩენილი ცომი და ჩანგლით გავათანაბროთ.

ზევიდან მოვასხათ დარჩენილი კარამელის მასა.

გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180გრადუსზე, 30 წუთის მანძილზე.

გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ ცხელ ნამცხვარს თავზე შაქარი და გავაციოთ.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: თხილიანი, ნამცხვრები, karameli, თხილი, txili, ნამცხვარი, tkhili, ტორტები, კარამელი, ტორტი ნანახია: 1380 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]