მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
თევზი ბოსტნეულით, ადვილი და გემრიელი / tevzi bostneulit, advili da gemrieli
2014-05-30, 3:16 AM |
შემადგენლობა:
3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
1 კილო კარტოფილი
200 გრ წითელი ბულგარული წიწაკა
2 თავი ხახვი
650 გრ თევზი (კამბალა ან კალმახი) ან თევზის ფილე (უგემრიელესი გამოდის)
შავი პილპილის კაკლები
5 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ჭიქა თეთრი ღვინო
1/2 ჭიქაზე ცოტა მეტი ზეთი.
მომზადების წესი:
დავჭრათ მრგვალად კარტოფილი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა და ხახვი არც თუ ისე პატარა ნაჭრებად. ავურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. მოვაყაროთ დაფქვილი შავი პილპილი და მარილი გემოვნებით. ეს დაჭრილი ინგრედიენტები მოვაფინოთ ბრტყელ ტაფაზე. ზევიდან დავაწყოთ მრგვალად დაჭრილი და დამარილებული თევზი ან თევზის ფილე. მოვაყაროთ ზემოდან შავი პილპილის კაკლები და 5 ცალი დაფნის ფოთოლი. მოვასხათ 1 ჭიქა თეთრი ღვინო და 1/2 ჭიქაზე ცოტა მეტი ზეთი. ბოლოს კი ეს გამზადებული ტაფა დავდგათ დაბალ ცეცხლზე. 1 საათის შემდეგ გადმოვდგათ გაზიდან და გემრიელად მივირთვათ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |