Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაკარუნი მარწყვით / makaruni marwyvit
2014-05-30, 2:38 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
50 გრ დაფქული ნუში
140 გრ შაქრის პუდრა
2 დიდი ზომი კვერცხის ცილა
1 ს/კ შაქარი
ვარდიფერი საღებავი
3 ს/კ მარწყვის ჯემი

მომზადების წესი:
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. ორ ცალ დიდი ზომი საცხობ თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. დაფქული ნუში და შაქრი პუდრა დიდი ზომი ჯამში ერთმანეთში ავურიოთ. ცალკე ჯამში ჩავასხათ კვერცხის ცილა და ავთქვიფოთ სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნება არ დაიწყებს. დავუმატოთ შაქარი და ვთქვიფოთ სანამ ბეზე საბოლოოდ არ გამაგრდება. ათქვეფილ ბეზეს ფრთხილად გადავურიოთ ნუში და შაქრის პუდრა და ვარდისფერი საღებავი. ნუშის ჩარევისას ბეზე შეიძლება ცოტათი ჩავარდეს. ბეზე საკონდიტრო ტომსიკაშსი ჩავასხათ და პერგამენტზე პატარა რგოლები დავსვათ (დაახლოებით 1 თავშედგმული ჩ/კ ბეზეს ოდენობის). პორციებს შორის ადგილები დავტოვოთ, ერთმანეთს რომ არ მიეწებოს – დაახლოებით 50 ცალი უნდა გამოვიდეს. 10 წუთი შეშრობა დავაცადოთ და 5 წუთით ღუმელში შევდგათ გამოსაცხობად. მაკარუნებს თავზე კიდევ ერთი ფენა პერგამენტი გადავაფაროთ და კიდევ 4 წუთი ვაცხოთ. გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. გაცივებული მაკარუნები პერგამენტის ქაღალდს ავაცალოთ და მარწყვის ჯემის მეშვეობით ერთმანეთს ორ-ორად შევაწებოთ.
თავდახურულ კონტეინერში მაკარუნები 3 დღის განმავლობაი ინახება.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, rogor movamzado sakvebi, გემრიელი რეცეპტები, mzareuli, sachmlis momzadeba, kulinaria, როგორ მოვამზადო საკვები, საჭმლის მომზადება ნანახია: 1344 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]