მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქამა სოკო ყველის შიგთავსით / qama soko yvelis shigtavsit
2014-05-30, 2:45 AM |
შემადგენლობა:
12 ცალი მთლიანი ახალი სოკო
15 მილილიტრი მცენარეული ზეთი
8 გრამი ნიორი
224 გრამი რბილი ნაღების ყველი / კრემ-ყველი
20 გრამი გახეხილი ყველი პარმეზანი
0.5 გრამი დაფქული შავი წიწაკა
0.5 გრამი ხახვის ფხვნილი / დანამცეცებული ახალი ხახვი
0.4 გრამი პილპილი
მომზადების წესი:
პირველი ეტაპი:გააცხელეთ ღუმელი 175C(350F) გრადუსამდე. საცხობი ფირფიტა დაფარეთ პერგამენტის ქაღალდით. გაასუფთავეთ სოკოები ნესტიანი ქაღალდის ხელსახოცით. თითოეულს ფრთხილად მოაცილეთ ღერო. დაანამცეცეთ სოკოს ღეროები.
მეორე ეტაპი:დანამცეცებამდე დაჭერით ნიორიც. დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე, დაასხით ზეთი და დაყარეთ სოკოს დაქუცმაცებული ღეროები. ჩაუმატეთ ნიორიც და შეურიეთ. წვით ნესტის გაქრობამდე და ეცადეთ, რომ არ დაწვათ ნიორი. გამორთეთ ცეცხლი.
მესამე ეტაპი:გაცივების შემდგომ ტაფაშივე ჩაუმატეთ ნაღების ყველი და შეურიეთ. მოაყარეთ ყველი პარმეზანი, შავი წიწაკა, ხახვი, პილპილი და კარგად შეურიეთ. კოვზის გამოყენებით გადაანაწილეთ მიღებული მასა სოკოების თავებში. დაალაგეთ სოკოები შიგთავსით საცხობ ფირფიტაზე, ზევიდანაც მოაყარეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ დაალაგეთ თეფშზე და გააფორმეთ მწვანილით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |