მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მწვანილის წვნიანი ბროწეულის წვენით
2014-02-22, 11:11 PM |
შემადგენლობა:
20 გრ. კამა,
20 გრ. ოხრახუში,
20 გრ. ნიახური,
20 გრ. ქინძი,
50 გრ. მწვანე ხახვი,
1/2 თავი ხახვი,
1 ჩ/კ პურის ფქვილი,
2 ს/კ დაჭრილი ნიგოზი,
1 ჩ/ჭ ბროწეულის წვენი,
მარილი-გემოვნებით.
მომზადების წესი:
მწვანილი და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად, ჩაყარეთ 2 ჩ/ჭ მდუღარე მარილიან წყალში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი თავი ხახვი და ხარშეთ 3-4 წუთის განმავლობაში.
ხარშვის დროს დაუმატეთ მცირე რაოდენების წყალში გახსნილი ფქვილი, ნიახური და ბროწეულის წვენი. სუფრაზე გაიტანეთ გაციებული.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |