მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ხორცი “ოჯახურად” / khorci "ojakhurad"
2014-02-22, 4:29 PM |
შემადგენლობა:
600 გრ. საქონლის ხორცის რბილობი
2 თავი ხახვი
4 ც. ბოლქვი კარტოფილი
3 ს/კ მარგარინი
2 კბილი ნოირი
4 ჩ/ჭ ბულიონი
დაფნის ფოთოლი
კამა
მარილი
დაფქვილი შავი პილპილი-გემოვნებით.
მომზადების წესი:
ხორცი დაჭერით განივად, 1-2 ნაჭერი პორციაზე, დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით მარგარინში ორივე მხრიდან ოქრისფრამდე, ჩააწყვეთ საულუფე ქოთნებში, დაუმატეთ მოხრაკული ხახვი, მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთლები და ჩაასხით ბულიონი.
ქოთნები შედგით მაღალ ცეცხლზე, მიიყვენეთ ადუღებამდე, დაახურეთ და შედგით ჰაერღუმელში მზაობამდე. სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ მწვანილი.
ულუფის რაოდენობა 3 მომზადების დრო 50 წუთი
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |