Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შემწვარი თევზის ფრიკადელები / shemtscvari tevzis frikadelebi
2014-02-22, 4:24 PM
www.auf.ge -

600 გრ. “მინტაი”-ს ფილე
2 ს/კ კარაქი
100 გრ. პური
2 ს/კ რძე
5-6 ც. კარტოფილი
2-3 ც. პომიდორი ან 2 ს/კ ტომატ-პიურე
3 ს/კ ზეთი
10 გრ. ოხრახუში
1-2 ს/კ პურის ფქვილი
½ ჩ/ჭ ტომატის წვენი
შავი პილპილი დაფქული

მომზადების წესი:
გაწმენდილი და გარეცხილი პომიდორი დაჭერით ნაჭრებად და ოდნავ შეწვით კარაქში.

ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და შეწვით ზეთის ნაწილში პომიდორთან ან ტომატ-პიურესთან ერთად.

თევზის ფილე დაჭერით და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეაერთეთ რძეში დამბალ პურთან, შემწვარ ხახვთან და პომიდორთან ერთად და კვლავ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ მარილი, პილპილი და კარგად ამოურიეთ.

თევზის მასისგან გააკეთეთ ბურთები (ფრიკადელები), ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში. თუნუქის ფურცელზე დაალაგეთ კარტოფილი, ზემოდან შემწვარი – ფრიკადელები, მოასხით ტომატის წვენი და თუშეთ მზაობამდე. სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

ულუფის რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 50 წუთი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi - See ნანახია: 1310 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]