მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ტაჯიკური სალათი “ბახორი” / tajikuri salata "bakhori"
2014-02-22, 4:31 PM |
შემადგენლობა:
1/3 თავი კომბოსტო,
2 ც. სტაფილო,
2 ც. პომიდორი,
2 ც. კიტრი,
2 ც. ტკბილი წიწაკა,
1/2 კონა მწვანე ხახვი,
1/2 კონა კამა,
3-4 ღერი ქინძი,
2 ს/კ ზეთი,
2 ს/კ 3%-იანი ძმარი,
მარილი,
დაფქვილი შავი პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
ტკბილ წიწაკას მოაცალეთ თესლები. წიწაკა, სტაფილო და კომბოსტო დაჭერით წვრილად და გრძლად. დაჭერით კიტრი, პომიდორი, ხახვი და კამა.
მომზადებული პროდუქტები შეართეთ, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ზეთი, ძმარი და ამოურიეთ.
ულუფის რაოდენობა: 4 მომზადების დრო: 20 წუთი
სუფრაზე გატანის წინ სალათი ზვინად დადეთ თეფშზე და გააფორმეთ პომიდორის და კიტრის ნაჭრებით და ქინძის ღერებით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |