მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მაყვლის ჩიზქეიქ-ბრაუნი / makvlis chizqeiq-brauni
2017-08-13, 10:17 AM |
შემადგენლობა:
3⁄4 ჭიქა კაკაოს ფხვნილი
1
1⁄2 ჭიქა შაქარი
2 ცალი კვერცხი
12 ს/კ უმარილო კარაქი
1⁄2 ჭიქა ფქვილი
2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1⁄2 ჩ/კ მარილი
170 გრ. მაყვალი
1⁄4 ჭიქა თეთრი შაქარი
1⁄4 ჭიქა წყალი
230 გრ. დარბილებული კრემ–ყველი
1⁄4 ჭიქა იოგურტი
1 ცალი დიდი კვერცხი
1⁄4 ჭიქა შაქარი
1⁄2 ჩ/კ მარილი
მომზადების წესი:
1. პირველ რიგში მოამზადეთ მაყვლის პიურე: საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე პატარა ქვაბში მოათავსეთ 170 გრ მაყვალი, ¼ ჭიქა თეთრი შაქარი და ¼ ჭიქა წყალი. ხარშეთ 8–10 წუთით. მაყვალი კოვზით დაჭყლიტეთ. როცა მოიხარშება, პატარა ჯამზე მოათავსეთ საწური, მაყვალი ზედ გადაიტანეთ და კოვზის დახმარებით კარგად დაწურეთ. ნარჩენები გადაყარეთ და მიღებული პიურე ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ.
2. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 165 C-ზე. დააფინეთ პერგამენტი 20X20 სმ ზომის საცხობ ლანგარზე. თასში გაადნეთ 12 ს/კ უმარილო კარაქი, შეურიეთ 1 ½ ჭიქა შაქარი, 2 ცალი კვერცხი, 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი და ½ ჩ/კ მარილი. როცა კარგად ათქვეფთ დაუმატეთ ¾ ჭიქა კაკაოს ფხვნილი და ½ ჭიქა ფქვილი. ცომი წინასწარ გამზადებულ საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ და კიდეებადე კარგად მოასწორეთ.
3. ჩიზქეიქის ინგრედიენტები: 230 გრ დარბილებული კრემ–ყველი, ¼ ჭიქა იოგურტი, 1 ცალი დიდი კვერცხი (ოთახის ტემპერატურის), ¼ ჭიქა შაქარი და ½ ჩ/კ მარილი მიქსერით მაღალ სიჩქარეზე 2–3 წუთით კარგად თქვიფეთ. მოასხით ლანგარზე გადატანილ ცომს და თანაბრად გადაანაწილეთ. სულ ზემოდან კი მაყვლის პიურე მოასხით და დანით, ჩანგლით ან კბილის ჩხირით ჩიზქეიქის ფენაში ცოტათი აურიეთ.
4. აცხვეთ დაახლოებით 1 საათით, ან სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს ან დანას სუფთას არ ამოიღებთ.
5. შედგით მაცივარი სულ მცირე 2 საათით. დაჭერით 9 დიდ კვადრატად. მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში 5 დღემდე.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |