მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ნამცხვარი ტარტალეტკები / namckhvari tartaletkebi
2016-03-16, 0:57 AM |
შემადგენლობა:
კვერცხი - 3 ცალი
ფქვილი - 400 გრ
კარაქი - 200 გრ
შაქარი - 180 გრ
ვანილი - 1 გრ
მარილი - მწიკვი
არაჟანი - 1 სუფრის კოვზი
ვაშლის ჯემი - 100 გრ
მომზადების წესი:
ჯამში ჩავახალოთ 3 კვერცხის გული.
დავუმატოთ კარაქი, შაქარი, მარილი, ვანილი.
დავუმატოთ ფქვილი და არაჟანი.
მოვზილოთ ცომი.
ტარტალეტკების ცომი შევდგათ მაცივარში 30 წუთით.
30 წუთის შემდეგ ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან. გავყოთ 2 ნაწილად. და თითოეული ნაწილი გავყოთ 9-10 ნაწილად. ავიღოთ ტარტალეტკების სპეციალური ფორმები, ჩავდოთ ცომის გუნდები და ხელით გავაბრთყელოთ ისე, რომ ცომი ჩავიდეს ფორმების ღარებში.
გამოვაცხოთ გაზქურაში 200°C მზადყოფნამდე.
მზა ნამცხვარი შევაციოთ და თითოეულ ტარტალეტკაში ზემოდან ჩავდოთ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ჯემი.
შემდეგ ტარტალეტკები ზემოდან მოვრთოთ ბეზეთი. (ბეზეს მომზადებისთვის გამოვიენოთ დარჩენილი 3 კვერცხის ცილა) ბეზეს მომზადების რეცეპტი იხილეთ ამ ბმულზე
გემრიელი ტარტალეტკები მზადაა!
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |