Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმისა და ჩორიზოს პაელია / qatmisa da chorizos paelia
2015-11-27, 7:08 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 კბილი ნიორი
1 თავი ხახვი
1 სტაფილო
15 გრ. ახალი, ფართოფოთლებიანი ოხრახუში
70 გრ. ძეხვი ჩორიზო
2 კანგაცლილი და უძვლო, უმაღლესი ხარისხის ქათმის ბარკალი
ზეითუნის ზეთი 1 ჩაის კოვზი
შებოლილი პაპრიკა
1 წითელი წიწაკა
1 სუფრის კოვზი პამიდვრის პიურე
1 კუბიკი ქათმის ბულიონი
300 გრ. ბრინჯი
100 გრ. გაყინული მუხუდო
200 გრ. მოხარშული კრევეტები
1 ლიმონი

მომზადების წესი:
1. გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ნიორი, ხახვი, ასე დაჭერით სტაფილოც. წვრილად დაჭერით ოხრახუშის ღეროები. დაჭერით ჩორიზო და ქათმის ბარკლები.

2. დაასხით ზეთი დიდ, ფართო და ღრმა ტაფაზე და დადგით დაბალ ტემპერატურაზე. დაუმატეთ ნიორი, ხახვი, სტაფილო, ოხრახუშის ღეროები, ჩორიზო, ქათამი, პაპრიკა და თუშეთ 5 წუთით, ურიეთ მუდმივად.

3. გააცალეთ თესლი წიწაკას, დაჭერით და დაამატეთ ტაფაზე. თუშეთ კიდევ 5 წუთით.

4. შეურიეთ პამიდვრის პიურე და მოაფშვენით ბულიონის კუბიკი, შემდეგ შეურიეთ ბრინჯი და ურიეთ ორიოდე წუთით, ამრიგად ის დაიწყებს სასიამოვნო გემოთი გაჯერებას.

5. ჩაასხით 750 მლ. მდუღარე წყალი და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი. დააფარეთ და აადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით. გამუდმებით ურიეთ. საჭიროებისამებრ დაუმატეთ წყალი.

6. შეურიეთ მუხუდო და კრევეტები, ისევ დააფარეთ და ადუღეთ კიდევ 5 წუთით. შეაზავეთ თქვენი გემოვნებით, შემდეგ დაჭერით ოხრახუშის ფოთლები და მოაყარეთ ზემოდან პაელიას. გემრიელად მიირთვით ლიმონის ნაჭრებთან ერთად!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, კულინარიული, kulinaruli, recepti, kulinaria, რეცეპტები, კულინარული, kulinariuli, receptebi ნანახია: 1311 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]