Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გოგრის თესლი თაფლით / gogris tesli taflit
2015-12-03, 12:42 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
¼ ჭიქა გამდნარი კარაქი
½ ჭიქა თაფლი
2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
¼ ჩაის კოვზი მარილი
4 ჭიქა გოგრის ნედლი თესლი
¼ ჭიქა თეთრი შაქარი

მომზადების წესი:
1. მოათავსეთ საცხობი ლანგარი ღუმელის ზედა განყოფილებაში. გააცხელეთ ღუმელი 150°C-ზე. დააფინეთ ლანგარზე ალუმინის ფოლგა.
2. თასში აურიეთ კარაქი, თაფლი, ყავისფერი შაქარი და მარილი. დაუმატეთ გოგრის თესლი ისე, რომ კარგად ამოევლოს მასში. ერთ ფენად დააწყვეთ ამოვლებული თესლი წინასწარ გამზადებულ საცხობ ქაღალდზე.
3. აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. მოურიეთ და განაგრძეთ ცხობა კიდევ 20 წუთით. მოაფრქვიეთ თეთრი შაქარი და აცხვეთ კიდევ 20 წუთით მსუბუქად გადაბრაწვამდე. გააცივეთ და შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, კულინარიული, kulinaruli, recepti, kulinaria, რეცეპტები, კულინარული, kulinariuli, receptebi ნანახია: 1701 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]