Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადის ტორტი ფქვილის გარეშე / shokoladis torti fqvilis gareshe
2015-12-01, 5:08 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ვანილის ცომისთვის:
ნაღების ყველი ("ფილადელფია" ან მასკარპონე) 230 გ
შაქარი 2/3 ჭიქა
კვერცხი 1 ცალი
ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ/კ

შოკოლადის ცომისთვის:
შავი შოკოლადი 280 გ
კარაქი 150 გ
კვერცხი 3 ცალი
შაქარი 1/3 ჭიქა
მუქი რომი ან ყავა ესპრესო 1 ს/კ
ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ/კ
მარილი - დანის წვერით
კაკაო სურვილისამებრ

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსზე. მოიმარჯვეთ ტორტის ფორმა და ჩააფინეთ მასში პერგამენტი.
მოამზადეთ ვანილის ცომი: საშუალო ზომის ჯამში ათქვიფეთ ნაღების ყველი, დაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ მის ბოლომდე გახსნამდე. დაუმატეთ მასას კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი, კვლავ კარგად ათქვიფეთ. გადადგით დროებით ვანილის ცომი გვერდით.
ახლა მოამზადეთ შოკოლადის ცომი: წყლის აბაზანაზე გაალღვეთ შოკოლადი კარაქთან ერთად, თან ურიეთ. მიქსერით 3-4 წუთის განმავლობაში თქვიფეთ კვერცხი, შაქარი, რომი (ესპრესო), ვანილის ექსტრაქტი და მარილი. შემდეგ დაბალი სიჩქარით ნელ-ნელა შეათქვიფეთ გამდნარი შოკოლადი და კარაქი.
მომზადებულ ფორმაში ჩაასხით შოკოლადის ცომის ნახევარი, ზემოდან კი მოასხით ვანილის ცომი და დარჩენილი შოკოლადის მასა. წვრილი ნივთით გაუკეთეთ შუაში ნაპრალი და ორნამენტები. ფორმა მსუბუქად დაარტყით მაგიდის ზედაპირს, რათა ცომში ბუშტუკები წარმოიქმნას.
შედგით ბისკვიტი ღუმელში და აცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში. მომზადებული შოკოლადის ტორტი გააგრილეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ორი ბრტყელი თეფშის მეშვეობით გადმოიღეთ ფრთხილად ფორმიდან. შედგით ტორტი რამდნიმე საათით მაცივარში. სუფრასთან მიტანის წინ სურვილისამებრ მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, კულინარიული, kulinaruli, რეცეპტები, kulinaria, recepti, კულინარული, receptebi, kulinariuli ნანახია: 1458 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]