Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაკარონი საქონლის ფარშითა და მდნარი ყველით / makaroni saqonlis farshita da mdnari kvelit
2015-11-27, 8:09 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 შეკვრა (230 გრ.) მაკარონი ფარფლე (პეპლის ფორმის მაკარონი)
450 გრ. საქონლის ფარში
1 დაჭრილი პატარა ხახვი (სურვილისამებრ)
1 ქილა (800 გრ.) ტომატ-პასტა
230 გრ. ერთი სანტიმეტრის კუბებად დაჭრილი ყველი მოცარელა
1/4 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი

მომზადების წესი:
1. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200°C-ზე.

2. დიდი ქვაბი შეავსეთ მცირედად მარილიანი წყლით და მაღალ ტემპერატურაზე მიიყვანეთ აქტიურ დუღილამდე. შეურიეთ მაკარონი, კვლავ წამოადუღეთ. დროდადრო ურიეთ. ხარშეთ დაახლოებით 12 წუთით, სანამ კარგად არ მოიხარშება (უნდა შეინარჩუნოს სიმყარე). გადაწურეთ.

3. თუშეთ ტაფაზე ფარში და ხახვი 5 წუთით, სანამ ფარშს მეტ–ნაკლებად არ გადაუვა ვარდისფერი. გადაწურეთ ცხიმი. შეურიეთ პასტას სოუსი და მიიყვანეთ დუღილამდე. შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ.

4. შეურიეთ სოუსს მოხარშული მაკარონი და მოცარელას ნახევარი. კარგად აურიეთ. გადაიტანეთ 2 ლიტრი ტევადობის საცხობ ლანგარზე. მოაყარეთ დარჩენილი მოცარელა და პარმეზანი.

5. აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 15–20 წუთით, სანამ მსუბუქად არ გადაიბრაწება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, კულინარიული, kulinaruli, recepti, kulinaria, რეცეპტები, კულინარული, kulinariuli, receptebi ნანახია: 1366 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]