Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კლასიკური ნამცხვარი ვიქტორია / klasikuri namckhvari viqtoria
2015-12-01, 4:56 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბისკვიტი:
200 გრ. შაქარი
200 გრ. დარბილებული კარაქი
4 ათქვეფილი კვერცხი
200 გრ. საფუარიანი ფქვილი
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
2 სუფრის კოვზი რძე

შიგთავსი:
100 გრ. დარბილებული კარაქი
140 გრ. შაქრის პუდრა
ერთი წვეთი ვანილის ექსტრაქტი (სურვილისამებრ)
340 გრამიანი ქილა მაღალი ხარისხის მარწყვის, ან სასურველი ხილის ჯემი
შაქრის პუდრა მოსართავად

მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 190°C-ზე. წაუსვით კარაქი ორ 20 სმ. დიამეტრის მქონე საცხობ ლანგარს და დააფინეთ უკრობი პერგამენტი (კალკა). დიდ თასში ერთად თქვიფეთ ნამცხვრის ყველა ინგრედიენტი გლუვი და რბილი ცომის მიღებამდე.

2. გაყავით ნარევი და დაასხით ორივე ლანგარზე, ზედაპირი კოვზით მოასწორეთ, შემდეგ აცხვეთ დაახლოებით 20 წუთით ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე (თითით რომ დააწვებით, პირვანდელ ფორმას უნდა იბრუნდებდეს). გადმოაბრუნეთ ცხაურზე და ბოლომდე გააცივეთ.

3. გულის გასაკეთებლად, თქვიფეთ კარაქი, სანამ კრემს არ დაემსგავსება, შემდეგ თანდათანობით შეათქვიფეთ შაქრის პუდრა, ასევე სურვილისამებრ ვანილის ექსტრაქტიც. წაუსვით კარაქის კრემი ზემოდან ერთ ფენას, შემდეგ გადაუსვით ზემოდან ჯემი და დაადეთ სენდვიჩის მეორე ფენა. მირთმევამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა. ტორტი “ვიქტორია” შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში და მიირთვით 2 დღის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, კულინარიული, kulinaruli, რეცეპტები, kulinaria, recepti, კულინარული, receptebi, kulinariuli ნანახია: 1106 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]