Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შემწვარი კალმარები / shemtsvari kalmarebi
2015-11-26, 10:34 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
250 გ გარჩეული კალმარი (დაახლოებით 2 ცალი მოზრდილი)
100 მლ თეთრი ღვინო
2 ს.კ ფქვილი
1 ს.კ სიმინდის ფქვილი
2 კბილი ნიორი
წიწაკა ან პილპილი
მარილი
ლიმონის ნაჭრები

მომზადების წესი:
კალმარები თუ გაყინულია გავალღვოთ, გავრეცხოთ, შევაშროთ ზედმეტი წყლისგან და დავჭრათ რგოლებად.

ორივე სახის ფქვილი შევურიოთ, დავასხათ ღვინო, დავამატოთ გემოვნებით წიწაკა ან პილპილი, მარილი, დაჭრილი ნიორი.

ღრმა ქვაბში ან ტაფაში გავაცხელოთ ზეთი.

კალმარები ამოვავლოთ ამ ცომში და ნაწილ-ნაწილ შევწვათ ცხელ ზეთში ორიოდე წუთით, ორივე მხრიდან. გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმის დასაშრობად. მირთმევის წინ მოვაწუროთ ლიმონი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, კულინარიული, kulinaruli, რეცეპტები, kulinaria, recepti, კულინარული, receptebi, kulinariuli ნანახია: 1427 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]