Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნამცხვარი ბრაუნი ხაჭოთი და ალუბლით / namckhvari brauni khachoti da alublit
2015-12-01, 5:03 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
შავი შოკოლადი 100 გ
კარაქი 120 გ
შაქარი 150 გ
კვერცხი 4 ცალი
ფქვილი 150 გ
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
ხაჭო 300 გ
ვანილის შაქარი 1 შეკვრა
ალუბალი, გაყინული 400 გ
მარილი - დანის წვერით.

მომზადების წესი:
დატეხეთ შოკოლადი. გაადნეთ კარაქთან ერთად წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.
2 კვერცხია და 50 გ შაქრით გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაუმატეთ მწიკვი მარილი და ვანილის შაქარი.
ხაჭოს კრემისთვის: ათქვიფეთ ხაჭო, შაქარი და 2 კვერცხი კრემისებური მასის მიღებამდე. თუ ხაჭო მარცვლოვანია, წინასწარ გაატარეთ საცერში.
შაქართან ერთად ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და კარაქი, შემდეგ გამაფხვიერებელი და ფქვილი. შეურიეთ ყველაფერი მიქსერის დაბალი სიჩქარით.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომის 1/3. კარგად გაანაწილეთ. ზემოდან დაადეთ ხაჭოს კრემის ნახევარი. თუ ის ძალიან სქელია – ხის ნიჩბით მოასწორეთ.
ხაჭოს კრემის ზემოდან მოაწყვეთ გაყინული ალუბალი (ნაწილი). შემდეგ კვლავ ცომი მოასხით, მერე კრემი, ალუბალი და ისევ ცომი. ბოლო ფენა თანაბრად მოასწორეთ და დასერთ დანით.
აცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი. ფორმიდან არ ამოიღოთ ნამცხვარი, სანამ არ გაგრილდება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, კულინარიული, kulinaruli, რეცეპტები, kulinaria, recepti, კულინარული, receptebi, kulinariuli ნანახია: 1623 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]