Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბრინჯი ბოსტნეულით და ქათმის ხორცით / brinji bostneulir da qatmis khorcit
2015-11-26, 9:17 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
200 გრ ბრინჯი
1 ხახვი (საშუალო)
1 სატაფილო
2 ბულგარული წიწაკა, სხვადასხვა ფერის
5-6 ყვავილედი ყვავილოვანი კომბოსტო
4-5 ყვავილედი ბროკოლი
100-100 გრ ბარდა და სიმინდი (სურვილით)
6-7 ცალი ქამა სოკო (სურვილით)
ხმელი ბაზილიკი
პაპრიკა
ცოტა ქონდარი, ხმელი
პილპილი, მარილი

მომზადების წესი:
ღრმა ქვაბში ( არა ემალის) ან ტაფაში მოშუშეთ ხახვი, დააყარეთ დაჭრილი ქათმის ფილე ან სხვა ნაწილი და სწრაფ ცეცხლზე მოშუშეთ, წვენი რომ არ გამოუვიდეს, თავზე არ დააფაროთ.
ხორცი რომ შეიკვრება და ფერს შეიცვლის დაუწიეთ ცეცხლს და დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული, სტაფილო, ბულგარული, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სიმინდი, ბარდა, სოკო. ის ბოსტნეული, რომელიც მალე მზადდება, ბოლოს დააყარეთ, ჩაამატეთ ხმელი ბაზილიკი, პაპრიკა, სულ ცოტა ხმელი ქონდარი, ეს ყველაფერი რომ მომზადდება და ხორცი არომატებით გაიჟღინთება, ჩააყარეთ მოხარშული ბრინჯი. შეაზავეთ შავი პილპილი, კარგად ამოურიეთ და რამდენიმე წუთი დაბალ ცეცხლზე დატოვეთ. ბოლოს დაუმატეთ მარილი.

ბოსტნეული ეტაპობრივად ჩაყარეთ ქვაბში, ჯერ ის, რომელიც შედარებით გვიან მზადდება(მაგ: სტაფილო), ბოლოს სწარფად მოსამზადებელი, მაგ: ბროკოლი და დაკონსერვებული ბოსტნეული


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, კულინარიული, kulinaruli, რეცეპტები, kulinaria, recepti, კულინარული, kulinariuli, receptebi ნანახია: 1289 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]